ხანძარი თბილისში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

თბილისში, “ბაზარი ორბელიანის” მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
ირკვევა, რომ ხანძრის ეპიცენტრში სულ სამი პირი იყო, ორმა, ახალგაზრდა კაცმა და ქალმა სახლის დატოვცება მოასწრეს, 80 წლის კაცის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა.