ირაკლი კობახიძე – უნდათ, 26 მაისს საზოგადოება ორად გაიხლიჩოს – „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ

უნდათ, 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს 26 მაისს – ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, ს ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის 26 მაისის, ხელისუფლებისგან განსხვავებულად აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 26 მაისის სხვა ფორმატში აღნიშვნის ინიციატორებს სურთ საზოგადოება ყველაფერში გახლიჩონ.
„ესეც არის „დიფ სთეითის“ დაკვეთა. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. თქვენ გახსოვთ თარიღებთან დაკავშირებით როგორი ხელოვნური დისკუსია გამართეს. თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღს და შემდეგ უცებ გადაერთნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერსო და ა.შ. ყველაფერში უნდა გახლიჩონ საზოგადოება. ეს არის „დიფ სთეითის“ დამოკიდებულება. არაფერი უნდა აერთიანებდეს საზოგადოებას, თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი, სხვა ტიპის თარიღებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს 26 მაისს. ჩვენ, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ!“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს