სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში გამგზავრებამდე თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს

სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიეტუვამ სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავს რუსეთში გამგზავრებამდე თავიანთი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აუკრძალეს – ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე აღლუმს უნდა დაესწროს.
მედიის ცნობით, ლატვიამ საჰაერო სივრცის კვეთის აკრძალვის მიზეზად პოლიტიკური, ხოლო ლიეტუვამ კი ტექნიკური და დიპლომატიური სენსიტიურობა დაასახელა.
ამავე მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ და პოლონეთმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს თვითმფრინავსაც, რომელიც ასევე 9 მაისის აღლუმს უნდა დაესწროს მოსკოვში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს