„არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე“ – ირაკლი

„არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე“ – ირაკლი
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
„2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი. მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ცნობილი გრიგორიადისი. შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი და დაპატიმრებული იყო მხოლოდ ექვსი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი იქნა შეწყალებული, ხუთი დარჩა მხოლოდ პატიმრობაში და ამან იქონია ძალიან ცუდი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი. ახლა რა მოხდა – დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. ეს ხომ ჩვენს თვალწინ მოხდა. ეს უმძიმესი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ. არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. არ შეიძლება, ასეთი ფარსი მიჰყიდოს ვინმემ ქართულ საზოგადოებას“

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი