“მამუკა ხაზარაძე ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა” – გურამ მაჭარაშვილი “ლელოს” განცხადებაზე

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ლელოა.”
მაჭარაშვილი ხაზარაძეს გაჩუმებისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა. ვინ ჰყავს ახალი სახე – დავით უსუფაშვილი თუ , რომელიც საკუთარმა ოპოზიციამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა? ან თავად როგორ წარდგება, როგორც ახალი სახე? – ახალგაზრდობიდან მახსოვს და არც თუ ისე პოზიტიურად. კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი და პოლიტიკა ერთად კეთდებოდა. მამუკა ხაზარაძე წინასაახალწლოდ თუ გაჩუმდება, მისთვის იქნება უკეთესი. ერთადერთი ალტერნატივა იქნება იმაში, თუ ხაზარაძე და მისი გუნდი იტყვის, რომ პოლიტიკოსებად ვერ შედგნენ, საახალწლოდ ხალხს ახალ წელს მიულოცავენ და კარგად ბრძანდებოდეთო, იტყვიან. მაშინ უალტერნატივო იქნებიან,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის