თბილისში, “ბაზარი ორბელიანის” მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.
