დღეს ქრისტესშობას „ხსნის არმიის“ ეკლესია და მისი მრევლი აღნიშნავს

დღეს ქრისტესშობას „ხსნის არმიის“ ეკლესია და მისი მრევლი აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ, საქართველოს მთავრობის სახელით, „ხსნის არმიას“ ქრისტესშობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”