სასტუმროების Novotel Tbilisi Center-ის და Swissôtel Tbilisi-ის გახსნა Accor-მა მომავალი წლისთვის გადადო

სასტუმროები Novotel Tbilisi Center-ი და Swissôtel Tbilisi-ი მომავალი წლის იანვარში გაიხსნება. ორივე სასტუმროს გახსნა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, მაგრამ როგორც სასტუმროების მმართველი კომპანიის Accor-ის ვებგვერდზეა მითითებული ისინი 2024 წელს გაიხსნება.
გურჯაანის ქუჩა ნომერ 1-ში მდებარე სასტუმრო Novotel Tbilisi Center-ის ფართობი 11000 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც განთავსებული იქნება აუზი, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და 800 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.
„Novotel Tbilisi Center მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში, გადაჰყურებს მას და სამების საკათედრო ტაძარს, სადაც ერთმანეთს ხვდება ძველი და თანამედროვე თბილისი. სტუმრები ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ფეხით სავალ მანძილზე იქნებიან. Novotel Tbilisi Centre-ს აქვს მარტივი, მაგრამ ლამაზი ინტერიერი, ფართო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე სტილით. ეს არის იდეალური ადგილი საქმიანი და დასასვენებელი მოგზაურებისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.
Swissôtel Tbilisi-ი კი ძველ თბილისში, სოლიკო ვირსალაძის ქუჩაზე გაიხსნება, რომელიც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და 120 ოთახს მოიცავს. სასტუმროს ინფრასტრუქტურაში შედის რესტორანი, ბარი, აუზი და სპა, პარკინგი და საკონფერენციო დარბაზი კორპორაციული ღონისძიებების ჩასატარებლად.
სასტუმროების მმართველო კომპანია Accor -ი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა 7 სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town და Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure.