თინა ბოკუჩავა: ვულოცავ ფრიდრიჰ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას!

“ვულოცავ ფრიდრიჰ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას!
ეს დიდი მოვლენაა გერმანიისთვის, ევროპისთვის და საქართველოსთვის, რადგან როგორც მან რამდენიმე დღის წინ ვალენსიაში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე აღნიშნა, სადაც მასთან პირადად საუბრის რამდენიმე შესაძლებლობა მქონდა, მისი კანცლერობისას სულ სხვა გერმანიას ვიხილავთ. გერმანიას, რომელიც ილიდერებს ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ინტერესში, რაც საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასაც ნიშნავს.
კიდევ ერთხელ გულმხურვალე მილოცვა მას და წარმატება ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის!” – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ