“ღამის მგლების” ევროპელ მომხრეებს პრაღაში აქციით დახვდნენ

რუსული მოტოკლუბის „ღამის მგლების“ ევროპელი წარმომადგენლები ში ჩავიდნენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის აღსანიშნავად.
რამდენიმე ათეული ბაიკერი, რომელთაც “წმინდა გიორგის ლენტები” ჰქონდათ ოლშანის სასაფლაოზე მივიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი. ერთ მათგან ქურთუკზე ეწერა „მე რუსი ვარ“.
სასაფლაოს შესასვლელთან მათ მოტოგარბენის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დახვდნენ. გარბენი 8 მაისს ბერლინში უნდა დასრულდეს.
„აქ ვართ იმისთვის, რომ ვუთხრათ „არა“ პუტინის მეხუთე კოლონას, რომელიც თავის პროპაგანდას ავრცელებს დემოკრატიული ჩეხეთის რესპუბლიკაში. რუს ბაიკერებს ევროპაში შესვლა აკრძალული აქვთ, მაგრამ ჩამოდიან მათი კოლაბორაციონისტები დან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ“,- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ ოტაკარ ვანგემუნდმა.
„ღამის მგლების“ მხარდასაჭერად მისულ რამდენიმე ადამიანს სამოსზე “წმინდა გიორგის ლენტებიც” ეკეთათ.
„აქ მოვედით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ასევე მოვედით „ღამის მგლების“ მხარდასაჭერად, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიან, ახლა რატომ არ შეეძლოთ ჩამოსვლა?“,- უთხრა მოტოკლუბის ერთ-ერთმა ქომაგმა რადიო თავისუფლებას.
დაღუპულთა საფლავის გვირგვინით შემკობისას კლუბის ერთმა წევრმა ს დროშა გაშალა.
„ჩვენ გმირი ქალაქიდან – სევასტოპოლიდან (რუსეთის მიერაა ოკუპირებული რედ.) ჩამოვედით. გმირების ხსოვნა დავიწყებას არ უნდა მიეცეს“, – თქვა „ღამის მგლების“ გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა რუსულად, საფლავის თაიგულით შემკობამდე.
ბოლო დრომდე ჩეხეთის რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა პუტინის მომხრე ბაიკერთა კლუბ „ღამის მგლებთან“ დაკავშირებული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ თავად კლუბი და მისი ლიდერი ალექსანდრე „ქირურგი“ ზალდოსტანოვი -ის (2014 წლიდან) და ევროკავშირის (2022 წლიდან) სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
ფორუმი