ამერიკელი მომღერალი დაიანა როსი 22-წლიანი პაუზის შემდეგ met gala-ზე გამოჩნდა. როგორც როსმა ინტერვიუში განაცხადა, კაბაზე შვილებისა და შვილიშვილების სახელები ჰონდა ამოქარგული:
· ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა “ჰელოუინის” დღესასწაულზე: კიმ კარდაშიანი ალბინოსი ალიგატორის, ელსა ჰოსკი – პრინცესა დაიანას როლში
დაიანა როსი 1944 წლის 26 მარტს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მომღერლის ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორიცაა – ‘Ain’t No Mountain High Enough’ და ‘I’m Coming Out’. თავიდან როსი ბენდში The Supremes მღეროდა, თუმცა შემდეგ წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა.
სიმღერა ბავშვობიდან უყვარდა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა და მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Supremes. 1970 წელს, დაიანამ Supremes დატოვა. მისი წასვლიდან შვიდი წლის შემდეგ, ჯგუფი დაიშალა.
· საოცარი შოუ და ვარსკვლავთცვენა ლოს-ანჯელესში – “გრემის” გამარჯვებულების სია და სელენ დიონის პირველი გამოჩენა დიდი ხნის შემდეგ
1970 წლის მაისში როსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი, რომელშიც შედიოდა სიმღერები ” Reach Out and Touch (Somebody’s Hand) ” და ” Ain’t No Mountain High Enough “. 1971 წელს როსმა დაიწყო მუშაობა თავის პირველ ფილმზე Lady Sings the Blues (1972). თავიდან დაიანას სამსახიობო მონაცემებში ყველას ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ, როსმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
კიდევ ერთი კომპოზიცია When You Tell Me That You Love Me შეიქმნა 1991 წელს. მან პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა და მალე ბრიტანეთში საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა. 2003 წელს, 60 წლის დაბადების დღეს, მომღერალმა დაწერა თავისი ავტობიოგრაფია Upside Down.
· 5 შვილი, ბრწყინვალე კარიერა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება – დაიანა როსის ცხოვრების უცნობი დეტალები
1971 წლის გაზაფხულზე როსი გახდა წარმატებული ბიზნესმენის, რობერტ სილბერშტეინის ცოლი. ხუთწლიანი ქორწინების განმავლობაში წყვილს სამი შვილი შეეძინა. ისინი მშვიდად დაშორდნენ ჩხუბისა და სკანდალების გარეშე. გავრცელდა ჭორები მომღერლის მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობის შესახებ. 1985 წლის შემოდგომაზე მომხიბვლელი მომღერალი დაქორწინდა ნორვეგიელ მილიონერ არნე ნესზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა – წყვილი ერთმანეთს 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
