Boeing-ის თვითმფრინავების გაძვირების შემთხვევაში Ryanair-მა მათზე უარის თქმით იმუქრება

Boeing-ის თვითმფრინავების გაძვირების შემთხვევაში Ryanair-მა მათზე უარის თქმით იმუქრება
ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი აცხადებს, რომ კომპანიამ შესაძლოა გადახედოს Boeing-ის თვითმფრინავების მასშტაბურ შეკვეთას, თუ -ის დაგეგმილი ტარიფები ავიალაინერებს მნიშვნელოვნად გააძვირებს.
Boeing-მა კი თავის მხრივ მილიარდები დაკარგა ტარიფების გამო.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ ამერიკელი კონგრესმენისადმიგაგზავნილ ოფიციალურ წერილში განაცხადა, რომ საუბარია 330 ერთეულ Boeing 737 MAX თვითმფრინავზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია.
თუ ფასი ტარიფების გამო გაიზრდება, Ryanair-მა შესაძლოა კონტრაქტი გააუქმოს და ალტერნატიულ მწარმოებლებს მიმართოს, მათ შორის ჩინურ COMAC-ს.
– ნათქვამია „როიტერის“ სტატიაში.
გაფრთხილება ხმამაღალი სიგნალი იყო Boeing-ის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებლის შესაძლო რეორიენტაციის შესახებ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე.
შესაძლებელია თუ არა Boeing-ის ჩანაცვლება?
თუმცა, ინდუსტრიის წყაროები ხაზს უსვამენ, რომ პრაქტიკაში Boeing-ის ჩანაცვლება ადვილი არ არის. ჩინურ COMAC-ს ევროპაში სერტიფიცირება ჯერ არ აქვს, ხოლო Boeing-ის მთავარმა ევროპელმა კონკურენტმა Airbus-მა განაცხადა, რომ ათწლეულის დარჩენილი პერიოდისთვის სრული წარმოების გრაფიკი აქვს.
Ryanair-ის წერილი კონგრესმენ რაჯა კრიშნამურტის გაფრთხილების საპასუხოდ გამოქვეყნდა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ჩინეთთან ბიზნესის კეთების პოტენციური უსაფრთხოების რისკების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – ირაკლი კობახიძე

კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის – ირაკლი კობახიძე