სანამ MEGOBARI Act-ი დამტკიცდებოდა: ოცნების იმედები, მოლოდინები და უარყოფები

გავიდა იანვარი, გავიდა ინაუგურაციაც და, რაც მთავარია, ვიხილეთ – “მეგობარი აქტი”.
“კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა”, – თავს იმშვიდებდა “ოცნების” პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში.
სანამ MEGOBARI Act-ის “ფარატინა ქაღალდის” სტატუსი საბოლოოდ გადაიქცეოდა -ის პოტენციურ კანონად, ოცნების გუნდის ლიდერები მტკიცედ იდგნენ იმ რწმენაში, რომ ეს ყველაფერი “ლობისტების ქულების დაწერა” იყო.
ირაკლი კირცხალია, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, მარტში ამბობდა:
“ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს.”
მის ოპტიმიზმს იზიარებდა პაატა სალიაც:
“მრავალთვიანი პროცესია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პერიოდში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს აქტი არავის გაახსენდება.”
ნიკოლოზ სამხარაძე კი დარწმუნებული იყო, რომ აქტი მარტში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “გააძვრინეს”:
“კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო.”
ამასთან, ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი:
“მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის არ იქნებოდა ხელის შემშლელი.”
ლევან მახაშვილი კი წინასწარ ამტკიცებდა, რომ:
“მეგობარი აქტი ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს.”
ყველაზე ამბიციური პროგნოზი მაინც ირაკლი ს ეკუთვნის, ვინც ტრამპის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მხარდამჭერებს ჰპირდებოდა:
“20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა.”
კი დარწმუნებული იყო:
“ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება.”
იმედისმომცემად უყურებდა ტრამპის გეოპოლიტიკურ ხედვებს:
“დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე მის წინამორბედს.”
კახა კალაძისთვის MEGOBARI Act-ის ინიციატორები უკვე განწირულები იყვნენ:
“ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითს”.
ოპტიმისტურად უყრუებდა ახალ ადმინისტრაციას ნინო წილოსანიც:
“ტრამპის პოლიტიკის თანხვედრა ჩვენს საერთო ინტერესებში დიდ პროგრესს მოიტანს.”
და ბოლოს, ბრწყინვალე კონკლუზია ისევ კობახიძეს ეკუთვნოდა:
“ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.”
დღეს კი, ეს “ღირებულებითი თანხვედრა” გაწყვეტილ სამხედრო დახმარებასა და MEGOBARI Act-ში აისახა. “ქართულ ოცნებაში” გაკეთებული” განცხადებებისგან განსხვავებით, პოლიტიკური რეალობა გაცილებით ნაკლებად იუმორისტულია.