უკრაინა 2 რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებას იუწყება, რუსეთი განცხადებას არ აკეთებს

უკრაინის გენშტაბი ორი რუსული თვითმფრინავის, Су-34-სა და Су-30-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება.
უკრაინელმა სამხედროებმა ავიაგამანადგურებელ Су-34-ის ჩამოგდების შესახებ კვირას განაცხადეს, ხოლო რაც შეეხება Су-30-ს, მისი განადგურება უკრაინის გენშტაბმა დღეს დაადასტურა.
ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
Су-34 და Су-30 თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლებია, თითოეული რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ 25 დეკემბრის ღამით ჩამოგდებულია 31 დრონიდან 29.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესაზე “შაჰედების” თავდასხმა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან განხორციელდა. შეტევა იყო ასევე ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილზე, კონკრეტულად სად, უკრაინელი სამხედროები არ აზუსტებენ.