მარია ზახაროვა სერბეთის საპროტესტო აქციებზე – კოლექტიური დასავლეთი „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით ქვეყანაში ვითარების შერყევას ცდილობს

ბელგრადში მომხდარი არეულობის უკან კოლექტიური დასავლეთი დგას, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, არსებულ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა და სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა მისცა ეროვნულ ინტერესებს.
შეგახსენებთ, სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული ს შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.