როდოლფო ვანოლიმ წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, — იტალიელი სპეციალისტის გადადგომის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„იტალიელმა სპეციალისტმა, როდოლფო ვანოლიმ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი – დარიო ნუჰუ.
მადლობას ვუხდით მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, — ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვანოლი „სამგურალს“ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან „სამგურალმა“ 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. ბოლო შეხვედრაში გუნდი ლიგის ბოლოდადგილოსან საგარეჯოს „გარეჯთან“ 1:2 დამარცხდა და ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფება.
