ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი სირიის პრეზიდენტს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას 7 მაისს პარიზში შეხვდება.
„შეხვედრაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას ახალი, თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის მშენებლობის მიმართ, რომელიც პატივს სცემს სირიის საზოგადოების ყველა ნაწილს“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას პირველი ევროპული ვიზიტია.