უკრაინა: ჩამოვაგდეთ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი

24 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა Су-30-ისა და Су-34-ის ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
“უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 2 მოიერიშე თვითმფრინავი: Су-30 და Су-34”. – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსულ ავიაგამანადგურებელ Су-34-ზე იერიში მიიტანეს.
განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ შავ ზღვაში რუსული Су-30-ს ჩამოსაგდებად ოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის წარმატებაც მოგვიანებით დადასტურდა.
გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 მიმართულებით შეუტიეს, ცდილობდნენ უკრაინული შენაერთების ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროდან განდევნას, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმების მოგერიება შეძლეს.