ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს

ბიზნესმენი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გურჯაანში მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ბიზნესმენს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამ დროისათვის, გეთიაშვილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაპირისპირების მოტივი უცნობია.
როგორც „პრაიმტაიმს“ კლინიკაში უთხრეს, გეთიაშვილს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, დაჭრილს ქირურგიული წესით ჭრილობები უკვე დაუმუშავეს, თუმცა, რამდენ ხანს დარჩება ის საავადმყოფოში, უცნობია.
„ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მუხლსა და ხელზე. ქირურგიული ჩარევა უკვე განხორციელდა, დაყოვნებულია საავადმყოფოში და ჯერ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს იქნება საჭირო მისი აქ ყოფნა“, – განაცხადა შათირიშვილმა „პრაიმტაიმთან“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ გეთიაშვილს, საკუთარ სადარბაზოსთან დახვდნენ.
გეთიაშვილი გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა და ამჟამად, ტექნიკის მაღაზია და კვების ობიექტები აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს