მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება მარტში 1%-ით გაიზარდა. ხოლო მიკრო სესხების მიმართულებით 1.12%-იანი ზრდადი დინამიკაა – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა.
როგორც რუსიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა, ბანკები არ იშურებენ ძალას ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც SME მიმართულებით წამოვა, დაკმაყოფილდეს.
„ჯერჯერობით პოზიტიურ ტრენდზე ვართ, ამ ტრენდის შენარჩუნებას 2025 წელს ვიმედოვნებთ“, – ამბობს დავით რუსია.
მისივე განმარტებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ აქტუალურია, მარტში 42.5%-მდე შემცირდა. ანალიტიკური დირექტორის თქმით, ყველაზე მეტი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები SME და კორპორატიული მიმართულებით გაიცა.
საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის აზრით, ეროვნული ბანკის მიერ სესხის 500 000 ლარამდე ზღვარის აწევა ამ მაჩვენებელს შეცვლის. რის შედეგადაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები ნელ-ნელა ლარში ტრანსფორმირდებიან.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
