რა პოტენციალი აქვს ბოტანიკურ ტურიზმს საქართველოში? – ზურა შევარდნაძის პასუხი

მებაღე და „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ან ტექნოლოგიით ვერ შეეჯიბრება, თუმცა შეუძლია გააკვირვოს საკუთარი ავთენტიკურობით – იმით, რაც მხოლოდ აქ არის და არსად სხვაგან. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში #BMGDRIVE-ში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ბოტანიკური ტურიზმის პერსპექტივებს და შესაძლებლობებს შეეხებოდა.