აშშ ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციას, რომ ღაზის უდიდესი საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის” სამეთაურო ცენტრია

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ს განცხადებით, -ს აქვს დამოუკიდებლად მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ, – ამის შესახებ BBC წერს.
„მათ იქ იარაღი აქვთ შენახული და მზად არიან, უპასუხონ ს სამხედრო ოპერაციას ამ ობიექტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კირბიმ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ ღიად ადასტურებს ახლო მოკავშირის, ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ჰამასი” საავადმყოფოებს თავისი ბაზების დასამალად იყენებს.
კირბის განცხადებას წინ უძღოდა საერთაშორისო კრიტიკა ისრაელის მიმართ. თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გაუსვა ხაზი, რომ “ალ-შიფას საავადმყოფო უნდა იყოს დაცული ინტენსიური ბრძოლებისაგან”. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი თქვა, რომ “ისრაელმა უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”.
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ალ-შიფაში” სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა, სამედიცინო დაწესებულებაში შტურმამდე, კვამლის ყუმბარა გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი

პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში