ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია და თუ მას გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში – ლევან მაჭავარიანი

ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია და თუ მას გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში – ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შანტაჟის მექანიზმია, რომელსაც თუ გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში.
მაჭავარიანი სვამს კითხვას, – საქართველოს მოქალაქეები რის გამო უნდა დაისაჯონ, როდესაც ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეუქმნია ამისთვის.
“მჭიდში ბოლო ტყვია არის შანტაჟის მექანიზმის, რომელიც თუ გამოიყენეს, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში. მაგრამ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამას ვერ გააკეთებენ, ვინაიდან ეს არის ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დასჯა. ჩვენი მოქალაქეები რის გამო უნდა დაისაჯონ, როდესაც ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია ამისთვის. ისინი, რომ რაღაც ჟანგბადი მიაწოდონ ოპოზიციას, ამით ყველანაირ ურთიერთობას ხაზს გადაუსვამენ. 2022 წლის 24 თებერვლიდან რა უსამართლობაც დაიწყო, ეს ამის გაგრძელებაა. რატომ დაემთხვა, რომ ორ კვირაში ბიძინა ივანიშვილს შეუზღუდეს დაახლოებით 2 მილიარდ დოლართან წვდომა, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი?”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა