აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI Act განიხილეს, დღესვე გაიმართება კენჭისყრა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI Act-ის განხილვა უკვე დასრულდა. რამდენიმე საათში მას კენჭს უყრიან.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავდნენ. კანონმდებლებმა MEGOBARI Act-თან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
სიტყვით გამოსვლის დროს რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, ბრაიან მასტმა საქართველო--ის მრავალწლიან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობა “შეირყა” მმართველი პარტიის ქმედებების გამო, “რომელიც იმეორებს ს ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით”.
მან ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ ის საქართველოს “ალტერნატივას სთავაზობს”.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჯილდოოს პარტნიორები კარგი საქციელისთვის. ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ის მათ მხარდაჭერას ცდილობს და მისი მიზანია, დაეხმაროს ხალხს არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების დასჯით, რომლებიც მათ აშშ-ს აშორებენ”, – თქვა მან სიტყვით გამოსვლის დროს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ ოლსზევსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს ასევე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით.
კანონპროექტთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ MEGOBARI Act არის პასუხი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე.
“ეს კანონპროექტი არის პასუხი საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე. ეს აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვართ მათ გვერდით დემოკრატიის გზაზე, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ. ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, რომ კონგრესი თვალს ადევნებს მათ და მხარს უჭერს”, – თქვა მან.