25 დეკემბერს კათოლიკური და ნაწილობრივ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. რომის პაპმა ფრანცისკენ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო წირვისას მსოფლიოში მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული დაპირისპირებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში”.
ის ღაზაში არსებულ ვითარებას შეეხო და თქვა, რომ ახლა იქ “ღმერთის სიკეთე უარყოფილია”, მანამდე რომის პაპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მოუწოდა.
საშობაო ღვთისმსახურება აღევლინა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში , რომელსაც ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა,
საზეიმო მსახურებას ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაშიც ჩატარდა და პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.
მათივე ცნობით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენებმა.
შობა აღნიშნეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაშიც.
წელს პირველად შობა 25 დეკემბერს აღნიშნეს უკრაინაშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიევ-პეჩორის ლავრის ეზოდან მიმართა.
2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნის ახალ სტილზე გადავიდა. ამის შესახებ ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (UGCC) სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება უამრავი მორწმუნის მოთხოვნის საფუძველზე.