ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზის სექტორის ცენტრში ისრაელის საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 12 ქალი და 7 ბავშვია. ჯანდაცვის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და რომ ეს ომის დანაშაულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში