სოზარ სუბარი ე.წ ზილების რევოლუციის საქმეზე: ეს იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და თავისუფლება

სოზარ სუბარი ე.წ ზილების რევოლუციის საქმეზე: ეს იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და თავისუფლება
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გოჩა კაკოიშვილის უფლებების შელახვის განხილვისას, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს მედიის მუშაობის პრინციპი გაიხსენა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა კაკოიშვილის ამბის მოსასმენად ყველა ტელევიზია მივიდა, თუმცა მხოლოდ ერთმა მცირე ტელევიზიამ გააშუქა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო გამეფებული. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან და ბოლოს არც ერთი, ერთი პატარა ტელევიზიის გარდა, არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს რეჟიმის შემზარავ სახეს, სადაც არ არსებობდა ადამიანის არც ერთი უფლება და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, უარესი – მედია მთლიანად რეჟიმის სამსახურში იყო ჩამდგარი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის

სხვადასხვა დანაშაულების და გადაცდომების გამო სისტემიდან გაძევებულ ყოფილ ძალოვნებს რომ გამოიყვანთ და ათას სისულელეს აბოდიალებთ, ფიქრობთ რომ ჩვენს გმირ ძალოვნებზე იმოქმედებს და ქათმების რევოლუციას დაუშვებენ? ძალიან ცდებით “ნაც-ხლისტებო”