ალექსანდრ სირსკი – კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალურია.
„ამ (კურსკის) ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვე გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია“, – წერს სირსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რიცხობრივად უპირატესი მტრის დამარცხება მხოლოდ არასტანდარტული სვლებითაა შესაძლებელი.
„კურსკის ოპერაცია ზუსტად ასეთი აღმოჩნდა. ეს მტრისთვის სიურპრიზი იყო. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია კონტრშეტევა, მტრის დამარცხება და განდევნა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა სირსკიმ.
მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა კონკრეტული სამხედრო ქვედანაყოფებისა და კონკრეტული ჯარისკაცების დამსახურებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება