ინდონეზიაში, ნიკელის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავდა 46

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ცინგშანის უჟანგავი ფოლადის (ITSS) ნიკელის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.

Reuters-ის ცნობით, ხანძარი ქარხანაში ნიკელის დნობის ღუმელის სარემონტო სამუშაოების დროს, დილის 5:30 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 9 ინდონეზიელი და 4 ჩინელი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ხანძარს აფეთქება არ მოჰყოლია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.