აქცია სერბეთში | მოქალაქეები არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ

სერბეთში, ბელგარდის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე ერთი კვირის წინ ჩატარებული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, უსამართლო იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სახელმწიფო საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, პოპულისტურმა მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ (SNS) გასულ შაბათ-კვირას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ SNS-მა უსამართლო უპირატესობა მოიპოვა მედიის მიკერძოებულობის, პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის არასათანადო გავლენისა და ხმის მიცემის დარღვევების გამო, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა.
აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა მას შემდეგ, რაც ისინი ბელგრადის მერიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც ადგილობრივი საარჩევნო კომისია მდებარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაზე ავიდა და მინები ჩაამტვრია. სრჯან მილივოევიჩი და ვლადიმერ ობრადოვიჩი, სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ კოალიციიდან, ცდილობდნენ მერიის კარის გაღებას, მაგრამ ვერ შეძლეს შესვლა, მათ ხალხი მოუწოდებდა რომ, შესულიყვნენ და არ დანებებულიყვნენ. სერბეთის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი წევრი, მარინიკა ტეპიჩი არჩევნების შემდეგ შიმშილობს, მათი გაუქმების მოთხოვნით.