მედია – ისრაელმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის მთელი ტერიტორიის დაპყრობას ითვალისწინებს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობას და და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Associated Press-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების განმარტებით, ახალი გეგმა ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებასა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების მიღწევაში დაეხმარება. Associated Press-ი წერს, რომ ეს ასობით ათასი პალესტინელის სამხრეთ ღაზაში გადაადგილებას გამოიწვევს, რაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
მინისტრებმა გეგმა დღეს დილით გამართული კენჭისყრით დაამტკიცეს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმია ათიათასობით რეზერვისტს იძახებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში