საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის მშობლები: ვინ იყვნენ ლიკა ქავჟარაძის დედა და მამა – Marao

რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უპირ­ვე­ლე­სად იხ­სე­ნე­ბენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს… ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი რიტ­მით მი­დის, არა­ფერს გვი­თან­ხმებს… მა­რა­დი­ულ მა­რი­ტად ქცე­უ­ლი ლიკა უკვე წლე­ბია აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. მსა­ხი­ო­ბი 2017 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს 57 წლის ასაკ­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.
კი­ნო­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ოც­და­ა­თამ­დე რო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის “ნატ­ვრის ხეში“ შეს­რუ­ლე­ბულ­მა მა­რი­ტას როლ­მა მო­უ­ტა­ნა.
“მა­რი­ტამ მარ­თლაც რომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ჩემს კა­რი­ე­რა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საკ­მა­ოდ ბევრ ფილმში ვი­თა­მა­შე, “ნატ­ვრის ხე“ მა­ინც სხვა იყო. დღემ­დე სწო­რედ ამ ფილ­მით მიხ­სე­ნე­ბენ. მა­რი­ტას როლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა“.
წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. დედა და ბე­ბია მკაც­რად ზრდიდ­ნენ, ამის გამო, მშო­ბელ­თან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რო­გორც თა­ვად ლიკა ჰყვე­ბო­და, დედა მუ­დამ აკონ­ტრო­ლებ­და.
ლიკას მამა, ბესიკ ქავჟარაძე, სილამაზით განთქმული კაცი ყოფილა: “ლიკას მამა საოცრად ლამაზი კაცი გახლდათ, ამისთანა სილამაზის კაცი მე იშვიათად მინახავს, ჰოლივუდში რომ ყოფილიყო,”გადაუჯოკრავდა” ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავს”, – ასე წერენ ბესიკ ქავჟარაძის შესახებ.
“დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა… არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება იმისა, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემ მაგივრად აკეთებდნენ სხვები, ხან ვინ, ხან ვინ – ყველა, ჩემ გარდა. “ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა ჩაიცვა” – სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა.
მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი – უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა; სადღაც სხვაგან – ისევ დედა ან ბებია… 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წლები იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.
ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი, ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი…
მეე? მე ვცდილობ, არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა”. – იხსენებდა მსახიობი.