საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი – ექვს ბალამდე შტორმი.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ