აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს MEGOBARI Act-ს განიხილავს. კანონპროექტი წარდგენილია რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის (სამხრეთ კაროლინა) მიერ და განიხილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.
MEGOBARI Act-ის პალატაში მიღების შემდეგ, სენატში მის სწრაფად დამტკიცებას ერთსულოვანი მხარდაჭერის პროცედურით (unanimous consent) გეგმავენ — რაც მიანიშნებს კანონპროექტისადმი ძლიერ ორპარტიულ თანხმობაზე.
