რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 26 ჩამოგდებული უკრაინული დრონის შესახებ იტყობინება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას ღამიდან ორშაბათს გამთენიამდე რუსეთს სამ ოლქში 26 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
სამინისტროს ცნობით 17 დრონი სასაზღვრო ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, ხუთი კი კალუგის თავზე.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული არხანგელსკის, მურმანსკის, კურსკის, ვორონეჟის, ტულის, ორლოვოს და ივანოვოს ოლქებში, თუმცა ამ ოლქებში ჩამოგდებული დრონების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს იტყობინება,
თავის მხრივ უკრაინის სასაზღვრო ქალაქ კონოტოპის მერმა, არტემ სემენიხინმა განაცხადა, რომ რუსეთი ქალაქს ათზე მეტი კამიკაძე დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტით დაესხა, რამაც რამდენიმე „ინფრასტრუქტურული ობიექტი“ გაანადგურა.
სემენიხინმა ფეისბუკზე დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის კიროვოგრადის, პოლტავის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში დრონების იერიშის შესახებ.
საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში იყო, ასევე სუმის, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქის ნაწილში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება