ავტობუსში გვერდით 10 წლის გოგონა მომიჯდა. ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა და ვიფიქრე ორსულად ხომ არ არისთქო… შემდეგ ისეთი რამ თქვა მთელი ავტობუსი გავოგნდით…

· 203
ცოტა ხნის წინ სოციალური ერთ-ერთმა მომხარებელმა საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
29 აპრილია, საღამოს 7 საათი იქნებოდა ავტობუსში რომ ავედი. როგორც ყოველთვის ისეთი გადატვირთული არ ყოფილა მგზავრებით და ადვილად მოვნახე ადგილი და ფანჯარასთან დავჯექი.
ალბათ 3 გაჩერების შემდეგ ავტობუსში ამოდის 11-12 წლის გოგონა. მის გვერდით კი შუა ხნის ქალბატონი იყო. ამოსვლისას, არ ვიცი რატომ დავაკვირდი ამ გოგონას, მაგრამ ნამდვლად გავოგნდი დანახულით.
ეს ბავშვი არც ძალიან გამხდარი იყო, არც ძალიან მსუქანი. აი, ჩვეულებრივი აგებულების მოზარდი იყო. მაგრამ მუცელი ჰქონდა ჩვეულებრივზე ბევრად დიდი. თან რომ დავაკვირდი, ცოტა უცნაურად იქცეოდა.
გოგონა გვერდით დამიჯდა, ქალბატონი კი მის წინ. ავტობუსი რომ დაიძრა მუცელზე ხელი მოიკიდა და თან ღრმად სუნთქავდა. არ მინდოდა მეფიქრა მაგრამ. ალბათ ფეხმძიმედ არის თქო, სხვა რაღა უნდა მეფიქრა. დავიწყე ნერვიულობა და თან ვბრაზდებოდი ამ პატარა ბავშვებს ჭკუა სად აქვთ, ან მშობლები სად ჰყავთ თქო.
ამ ფიქრებში ვარ და უცებ, მოუტრიალდა ეს ქალი და ეუბნება, თავს როგორ გრძნობო. ამანაც უთხრა, კარგად ვარ, ცოტა სუნთქვა მიჭირსო. იმან მოაძახა: აბა რა გეგონა ლიტრიან ყანწს რომ გამოცლი, ნეტა რატო არ მოკვდიო.
მთელი გზა ჩხუბობდნენ. თურმე სუფრიდან წამოსულან, სადაც ამ პატარა გოგოსთვის ვიღაც ყეყეჩს ლიტრიანი ყანწი მიუწოდებია, ამდგარა და ამასაც დაულევია.
გზაში იმასაც კი უებნებოდა, ეგ რას მიზამდა, იმ დღეს მე და ბაბუმ 3 ლიტრიანი გამოვცალეთო. ამას ამბობს 12 წლის ბავშვი. თანაც გოგო. თმები ყალყზე მადგა.
აბა წარმოიდგინეთ, ეს რომ ცუდად გამხდარიყო, ვერც სასწრაფო უშველიდა და ვერც ექიმი ღვინით გაჭყეპილს. იქნებ გუჭი უსკდება ან სასულელში სცდება ეს ამდენი ღვინო! არავინ ფიქრობს 3 ჭიქის შემდეგ ამაზე. მთავარია გაივსონ ფაშვები და სხვებსაც ჩაასხან, კი არ ფიქრობენ ვის და რას აკეთებიმებენ.