გრიგოლ ბესელია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია “მთავარის” ვებგვერდს -ში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.