მატარებლით ყველაზე გრძელ მოგზაურობა 21 დღე გრძელდება – Reddit

აჩქარებული ცხოვრების ტემპის მიუხედავად, ბევრისთვის მატარებელი კვლავ საყვარელ, სასურველ და რომანტიკულ გადაადგილების საშუალებით რჩება. ყველაზე გრძელი სარკინიგზო მოგზაურობის დეტალები Reddit-მა რკინიგზის ექსპერტ მარკ სმიტის დახმარებით გამოთვალა.
ახალი სარკინიგზო მარშრუტით 18 755 კილომეტრის დაფარვა 21-დღეშია შესაძლებელი. პორტალი წერს, რომ მგზავრები ამ მოგზაურობისას ათეულობით ქვეყანას გაივლიან და უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვას შეძლებენ. მარშრუტი პორტუგალიიდან იწყება და სინგაპურში მთავრდება.
აქამდე მატარებლით მოგზაურობისას ყველაზე გრძელი მარშრუტი 16 898 კილომეტრიანი იყო და ვიეტნამში სრულდებოდა. იქიდან სინგაპურში გასამგზავრებლად მგზავრებს ავტობუსით საიგონიდან კამბოჯის გავლით ბანგკოკში გამგზავრება უწევდათ. მაგრამ ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ, რომელიც ჩინეთში კუნმინგს ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანთან აკავშირებს, მარშრუტი გაიზარდა.
ასეთი მოგზაურობისას მგზავრებს მატარებლის ბილეთებში დაახლოებით 1200 ევროს გადახდა მოუწევთ. ამ მონუმენტური მოგზაურობისას მგზავრები 13 ქვეყანას გაივლიან ესპანეთიდან, პოლონეთისა და ბელორუსიის გავლით მონღოლეთში, ტაილანდსა და მალაიზიაში.
პორტალი წერს, რომ ასეთი გრძელი მოგზაურობა არ შეიძლება განხორციელდეს გაჩერებების გარეშე. რა თქმა უნდა, 21-დღიანი მოგზაურობის დროს დაგჭირდებათ რამდენიმე მოკლე მოგზაურობა ქალაქებს შორის სხვადასხვა მატარებლის სადგურამდე და ღამის გათევა სხვადასხვა ქალაქების სასტუმროებში.
ასე რომ, მოემზადეთ დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე გამოცდილებისთვის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დაუვიწყარი იქნება!

ასევე დაგაინტერესებთ