EU: ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ს მიერ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასა და კომერციული სამგზავრო რეისების დაწყებას გმობს.
გაერთიანების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ.
ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ