რკინიგზის აქტივების არაეფექტური მართვა სამეთვალყურეო საბჭოს სტრატეგიული ხედვის არარსებობას უკავშირდება – TCRC

რამდენად ეფექტიანად იყენებს სახლმწიფო საკუთარ აქტივებს, როგორია ასეთი სტრატეგიული ობიექტების ფინანსური უკუგება, ან რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს სახელწიფოს მიერ ამა თუ იმ სამეთვალყურეო საბჭოსთვის დელეგირებული აქტივების მართვის ხარისხი.
ქვეყნის ერთ – ერთი ძირითადი დამსაქმებელი კომპანიის, საქართველოს რკინიგზის მაგალითზე, წარმოგიდგენთ ეფექტიანობის შეფასების შესახებ ანალიტიკურ მიმოხილვას.
ნებისმიერი კომპანიის ფინანსური ანალიზი და შედეგად ეფექტიანების შეფასება – გრძელვადიან, მინიმუმ 10 წლიან ტრენდს უნდა ემყარებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული რეალობების მხედველობაში არ მიღება, მხოლოდ პოლიტიკური ინსენუაციებით იქნება განპირობებული.
უფრო მეტიც, ფინანსური ინსტიტუტები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, მხოლოდ ასეთი ანალიზის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტლებას ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტიციის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
ამა თუ იმ დარგის განვითარება და შესაბამისი მართვითი გადაწყვეტილების მიღება, სახელმწიფოს მიერ ნომინირებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმით უნდა ხორციელდებოდეს.
რამდენად ეფექტიანად მართავს სახელმწიფოს მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო სარკინიგზო დარგის განვითარებას, შევეცდებით რიგი კრიტერიუმების საფუძველზე გავაანალიზოთ და გავცეთ პასუხი.
სარკინიგზო დარგის ეფექტიანობის ანალიზისთვის, სამი კრიტერიუმია წარმოდგენილი, რომლებიც ირიბათ რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებასთანაა დაკავშირებული.
· საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მშპ ში;
· საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა;
· საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობის და მომგებიანობის EBITDA ს % ული მაჩვენებელი;
შეფასების სანდოობისათვის შერჩეულია გრძელვადიანი 2011 – 2023/24 წლების პერიოდი.
· საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მშპ-ში
ქვეყნის მშპ ში საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილის 2011 – 2024 წლების ტრენდის გაანლიზება (იხ დიაგრამა), ნათლად მიუთითებს, რომ 2011 – 2015 წლებში ქვეყნის ყველაზე მსხვილი კომპანიის შემოსავლების წილი მშპ ში 2 % იან ნიშნულთან მერყეობდა, 2016 – 2022 წლებში, რკინიგზის შემოსავლების წილი მშპ ში შემცირდა და 1 % იან ზღვარს მიუახლოვდა.
2023 – 2024 წლებში სახეზეა, მშპ ში რკინიგზის შემოსავლების წილის მაჩვენებლის 1 % იან ნიშნულზე დაბლა დაცემა. სახეზეა ქვეყნის მიერ გამოშვებულ საერთო პროდუქციაში რკინიგზის შენატანის პერმანენტული შემცირება.
მიუხედავათ იმისა, რომ 2024 წელს რკინიგზის შემოსავლებმა „რეკორდულ“ მაჩვენებელს – 668 მლნ ლარს მიაღწია, სახეზეა მშპ ში რკინიგზის შემოსავლების წილის მაჩვენებლის 0.8 % იან ნიშნულამდე დაცემა (ყველაზე დაბალი ბოლო 15 წელიწადში) რაც უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მიერ ნომინირებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ქვეყნის აქტივების არაეფეტიან მართვაზე მიუთითითებს.
მთლიანობაში 2011 – 2024 წლებში რკინიგზის შემოსვლების წილი მშპ ში 60 % ითაა შემცირებული.
ასეთი ტენდენცია სახელმწიფოებრივ ჭრილში, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას არაეფექტურად წარმოაჩენს.
· საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა
საყოველთაოდ ცნობილია, რომ კომპანიის ეფექტიანობა, EBITDA ის მარჟით განისაზღვრება, უფრო მეტიც, ფინანსური ინსტიტუტები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, ამ კრიტერიუმის გრძელვადიან ტრენდს იყენებენ კომპანიაში ინვესტიციების განსათავსებლად.
საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობის (იხ. დიაგრამა) შემფასებელი EBITDA ის % მაჩვენებლის 2011 – 2024 წლების ტრენდის გაანალიზებით, დგინდება, რომ კომპანიის EBITDA 2011 – 2017 წლებში
მაღალ 50 % იანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობდა, რაც კომპანიის საქმიანობას დადებითად წარმოაჩენს, 2018 – 2022 წლებში, ეფექტიანობის მაჩვენებელი კლებულობს და 40 % იან ზღვარს უახლოვდება.
მომდევნო 2023 – 2024 წლებში EBITDA ის % მაჩვენებელი 30 % იან ზღვართან იმყოფება.
გრძელვადიან ჭრილში დაკვირვება, დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს – საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობა EBITDA ის კრიტერიუმის მიხედვით 2011 – 2024 წლების ტრენდის გათვალისწინებით პერმანენტულად ეცემა.
EBITDA ის პარამეტრის გრძელვადიან ჭრილში გაუარესება, პირველ რიგში სტრატეგიული გადაწყვეტილებების ნაკლებობის, მათ შორის დარგში რეფორმების განხორციელების შენელებულ ტემპზე მიუთითებს.
დასკვნის სახით – საქართველოს რკინიგზის საქმიანობის გრძელვადიან ჭრილში გაანალიზების საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას არ გააჩნია მუდმივად კორექტირებადი სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომლის შემუშავება და კონტროლი სამეთვალყურეო საბჭოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.
შედეგად, სახეზეა – ა. საქართველოს რკინიგზაზე რეფორმირების განხორციელების სტაგნაცია; ბ. მომსახურების დაბალი ხარისხი; გ. ტექნიკური აღჭურვილობის ჩამორჩენილობა; დ. აქტივების მაღალი ცვეთა.
წყარო: transcor.ge