საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი შობას ზეიმობს

ქრისტეშობას დღესასწაულობს საქართველოს ბაპტისტური თემი. ქრისტე მაცხოვრის თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო ლოცვა გაიმართა. საზეიმო მსახურებას პასტორი ივანე გოგაშვილი უძღვებოდა.
რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობის დღესასწაული და დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობიან, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით დავითაშვილმა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით საყვარელიძე: თემო იყო ბრენდი, რომელიც მილიონებმა გაიცნო. თბილისის მეხსიერებაში დავით სარაჯიშვილის, მანთაშევის, მელიქ-აზარიანცის და თამამშევების გვერდით, სამარადისოდ აღიბეჭდება თემურ უგულავას სახელიც!