“უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ” – რას ამბობს ზელენსკი რუსეთის ზავზე

Clash Report ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინას 3-დღიანი ზავი შესთავაზა.

ეს ინიციატივა 9 მაისს, მოსკოვში გასამართ აღლუმს უკავშირდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ ეს წინადადებაზე უარი თქვა. როგორც ის ამბობს უკეთესია 30 დღიანი ზავი ცადონ.

“უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ, შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

თამაშისთვის იმისათვის, რომ პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო მივცეთ და ყველამ თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. პუტინს ამაში ვერ დაეხმარებიან ის ლიდერები, მეგობრები ან პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ. … 7-მდე მოგკლავენ, შემდეგ 7-ში ორი-სამი დღით კომფორტულად მოეწყობიან და შემდეგ 11-ში ისევ რაკეტებით დაგვესხებიან თავს. უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს” – თქვა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა