იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრას იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეები და
აჭარის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები.
იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ბათუმსა და ქობულეთში მდებარე იუსტიციის სახლების ფილიალებიც მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ თანამშრომელთა სამუშაო პირობებს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის

ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მოიფიქრეს ალტერნატიული ფორმები და მიჰყავთ ლიეტუვაში რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, შესაბამისი ტრენინგები ტარდება მათთვის, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია