ლევან ხაბეიშვილი – აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებს.
პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე დღეს ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.
“აჭარა, სამეგრელოს შემდეგ ვართ ახალციხეში, ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს და ასეთი ენერგია, ასეთი მონდომება და რაც მთავარია რწმენა ამ ადამიანების, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ “რუსულ ოცნებას'” , რომელსაც უგებენ 1-0-ს და ამ გამარჯვებას უნდა ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ამ ადამიანებთან ვსაუბრობთ 2024 წლის ს სტრატეგიაზე, გამარჯვების კოალიციის გეგმებზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მისი ლიდერობით ,,რუსული პარტიის დამარცხებაზე. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ამ ადამიანების დახმარებით ვისზეც დგას ,,ნაციონალური მოძრაობა”, ვისზეც დგას ქართული დემოკრატია, ვინც შეინარჩუნა ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!