„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე“ – რომის პაპმა მორწმუნეებს მიმართა

რომის პაპმა ფრანცისკემ ომში დაშავებული ადამიანებისთვის ილოცა და რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.
„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, ზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. ყველას გილოცავთ ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა“, – აღნიშნა რომის პაპმა.
გვიან საღამოს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკაშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.