2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ბარბია“ – ნახეთ Forbes-ის ათეული

Forbes-ი 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულს აქვეყნებს, რომლის სათავეშიც გრეტა გერვიგის „ბარბია“. კინოგაქირავებაში ჩაშვების დღიდან, ფილმმა $1.4 მილიარდი გამოიმუშავა და გრეტა გერვიგი პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ფილმის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. „ბარბიში“ მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.
მეორე ადგილზეა ვიდეოთამაშების გმირ სუპერ მარიოზე გადაღებული ფილმი – „სუპერ მარიო ძმების ფილმი“ , რომლის შემოსავალი $1.34 მილიარდია; მესამეზეა – კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ $951 მილიონიანი შემოსავლით.
Forbes-ის 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული კი ასე გამოიყურება:
1.„ბარბი“ – $1.44 მილიარდი;
2.„სუპერ მარიო ძმების ფილმი“ – $1.34 მილიარდი;
3.„ოპენჰაიმერი“ – $951.4 მილიონი;
4.„გალაქტიკის მცველები: ნაწილი 3“ – $845.4 მილიონი;
5.„ფორსაჟი 10“ – $707.6 მილიონი;
6.„სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ – $684.9 მილიონი;
7.„პატარა ქალთევზა“ – $568.8 მილიონი;
8.„შეუსრულებელი მისია: სასიკვდილო ანგარიშსწორება“ – $567.5 მილიონი;
9.„ელემენტები“ – $479.8 მილიონი;
10.„ენთმენი და კრაზანა: კვანტუმანია“ – $476.3 მილიონი.

ასევე დაგაინტერესებთ