მიხეილ სააკაშვილმა მაშინ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო
ბატონმა მიხეილმა მაშინ ჩვენ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო, – განაცხადა პოეტმა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მისამართით.
„ჩვენ [მწერლები] არ დავხვდით დიდი აღფრთოვანებით მათ [„ნაციონალური მოძრაობის“] მოსვლას ხელისუფლებაში. არ მწამს იმ ადამიანების პოლიტიკის, ვინც ერთს აქებს და სხვა პერიოდში მას ვითომ მტრად იხდის. მახსოვს ერთხელ ინტელიგენციას შეხვდა სპორტის სასახლეში ედუარდ შევარდნაძე და მას როგორც ნიჭიერი კაცი მოყვანილი ჰყავდა სწორედ მიხეილ სააკაშვილი. ბატონმა მიხეილმა მაშინ ჩვენ თითი დაგვიქნია და გვითხრა, ამაყი ვარ ბატონი ედუარდი რომ ჩვენი პრეზიდენტია და მას ვინც პატივს არ სცემს, ან ბრმა არის, ან ყრუო. ასეთი ადამიანი მერე ცოტა ეჭვს იწვევს“, – აღნიშნა გონაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა