5000 ლარით დააჯარიმეს აღდგომის ღამეს დაკავებული დემონსტრანტის მეუღლე

აღდგომის ღამეს, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, გიორგი ორთოიძის მეუღლეს, ნათია ბუკიას, – რომელიც ასევე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, – სასამართლომ „გზის გადაკეტვის“ ადმინისტრაციული ბრალდებით 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ამის შესახებ ნათია ბუკია ინფორმაციას თავად ავრცელებს ფეისბუკზე.
გადაწყვეტილება დღეს, 2 მაისს გამოაცხადა მოსამართლე ნინო ენუქიძემ.
„[მოსამართლემ] მცნო სამართალდამრღვევად და დამაკისრა ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით“, – წერს ნათია ბუკია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის