აქტივისტების თქმით, გემს, რომელიც ღაზაში გამგზავრებას გეგმავდა დრონებით დაესხნენ თავს

აქტივისტები, რომლებიც ღაზაში გამგზავრებას გეგმავდნენ, აცხადებენ, რომ მათ გემს მალტის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში დრონებით დაესხნენ თავს. ისინი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებენ.
„თავისუფლების ფლოტილიის კოალიციამ“ განაცხადა, რომ მისი გემი პარასკევს დილით დაიბომბა და თავდასხმისთანავე SOS სიგნალი გაუშვა.
BBC წერს რომ გაეცნო განგაშის სიგნალის ჩანაწერს, რომელიც ახლომდებარე ნავთობის ტანკერის ეკიპაჟის წევრმა ჩაწერა. ჩანაწერში ისმის გემის კაპიტნის ხმა, რომელიც დრონებით თავდასხმებზე და გემზე გაჩენილ ხანძარზე ლაპარაკობს.
მალტის მთავრობამ განაცხადა, რომ გემზე მყოფი ყველა პირი უვნებელია რომ გემზე ხანძარი „კონტროლს დაექვემდებარა“.
თავისუფლების ფლოტილის კოალიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის მათ შორის კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი ღაზაში ჩასვლას გეგმავდნენ, რათა გაეპროტესტებინათ „ისრაელის უკანონო ალყა და ბლოკადა“.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას იძიებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში