პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს „ართმევს“.
„ეს ისაა, რასაც ისინი იმსახურებენ“, – თქვა მან სოციალურ მედია Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ჰარვარდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსის გაუქმება უკანონო იქნება და საფრთხეს შეუქმნის „ჩვენს შესაძლებლობას, განვახორციელოთ საგანმანათლებლო მისია“.
დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი მთავრობა ელიტარულ უნივერსიტეტებს ცვლილებების განხორციელებას სთხოვს და ემუქრება ფედერალური თანხების გაყინვით, რომლებიც ძირითადად კვლევებზე იხარჯება.
ერთი თვის წინ თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც, ადმინისტრაციის მტკიცებით, გამიზნულია კამპუსში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი მოიცავდა ცვლილებებს დაქირავებაში, მიღებასა და სწავლებაში.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა მთავრობა უპრეცედენტო და უკანონო კონტროლის მცდელობაში დაადანაშაულა და მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა.
2025 წლის აპრილში შეერთებული შტატების მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2,2 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა
